არჩილ თალაკვაძე: კონგრესმენების დადებითი თუ კრიტიკული მოსაზრება, ჩვენი მეგობრების მოსაზრებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნებისმიერი კონგრესმენის დადებითი თუ უარყოფითი შეფასება, ჩვენი ქვეყნის მეგობრების მოსაზრებაა.

მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ ხელისუფლება მათთან პირდაპირი საუბრებისთვის მზად არის.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი მქონდა, მათ შორის კონგრესმენებთან სამუშაო შეხვედრები გავმართე. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან. ნებისმიერი კონგრესმენის მოსაზრება, იქნება ეს დადებითი შეფასება, კითხვა თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება და ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ, პირდაპირი საუბრისთვის.

ჩვენი ამოცანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადოთ. გპირდებით, როგორც ხელისუფლება, ეს არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და თავისუფლად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები