არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას პასუხობს – თუ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ მისი სიტყვები საქართველოს სუვერენულობის შესახებ თვალთმაქცობა არაა, მაშინ დააბრუნოს რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები და ჯარისკაცები გაიყვანოს.

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და პირველ რიგში გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები