არჩილ გოგსაძე სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს – “მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა” (ვიდეო)
ბაღდათის მერი მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მივლინებებში თანხები არამიზნობრივად იხარჯება და სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეულ საკითხებზე არ ხდება ყურადღების მიქცევა, სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარია იმ მივლინებაზე, რითაც არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის, არამედ კერძო პირები და მეღვინეებიც სარგებლობენ ამ ეტაპზე.
„არასწორად არის ინტერპრერირებული ინფორმაცია, ეს მივლინება დაგეგმილი იყო გაცილებით ადრე, ვიდრე ეს უბედური შემთხვევა მოხდებოდა. ამის ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს, რომ ბრძანებებიც გაცემული იყო. ტარდება ორი საერთაშორისო გამოფე: ერთი – ტურიზმის ქალაქ პრაღაში და მეორე – ღვინის საერთაშორისო გამოფენა ქალაქ ბერლინში. რომელზეც წარმოდგენილნი არიან ბაღდათელი მეწარმეები და ტურიზმში ჩართული პირები. აქ არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტი, აქ არიან კერძო პირები, მეღვინეთა გილდიის წარმომადგენლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ყველა ეს ქმედება გაწერილია ეკონომიკური განვითარების პროგრამაში. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას მეგობარ ქვეყნებთან. ასევე ორაზროვნად გაჟღერდა თემა, რომ სოციალური ბიუჯეტი ნაკლები არის, ვიდრე კულტურა, სპორტი და განათლება. მინდა ვთქვა, რომ ეს სფეროები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური თემები“, – განაცხადა არჩილ გოგსაძემ.