ცოტნე ზურაბიანის განცხადება რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებზე

“რეზოლუციის კენჭისყრის შედეგი – 6/5-ზე და მოლოდ იმიტომ, რომ მასში ნეგატიური ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობას” და მათი პარტნიორ კოლეგებს (ევროპის სახალხო პარტიიდან) კომიტეტზე ჩაუვარდათ”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საბოტაჟი.

“ეს არის საბოტაჟი! მართალია იგივეს აკეთებდა ნაც. მოძრაობა და კანდელაკი ვიზალიბერალიზაციაზეც, მაგრამ ჩვენ ის მივიღეთ.  ახლაც ვერ დააზიანებს ერთი მიმდინარე საკითხი ქვეყანას, მაგრამ ვერ ვხვდები იმ ქართველის პარანოიას, რომელსაც შეუძლია “ქართული ოცნების” დასაზიანებლად დაარტყას საკუთარ ქვეყანას”, – განაცხადა ზურაბიანმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები