გია ვოლსკი: დიალოგი მთავარი ამოსავალი წერტილია იმისთვის, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული

მთავარი ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება, მოლაპარაკების თემის მიმართ არის ერთადერთი და უალტერნატივო – ეს არის სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი, საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაა.

“მთავარი ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება, მოლაპარაკების თემის მიმართ არის ერთადერთი და უალტერნატივო- ეს არის სახელმწიფოს ინტერესები. თუკი ჩვენ რაიმე სისტემას ან ფორმულას ვთავაზობთ ჩვენს ოპონენტებს, საზოგადოებას მხოლოდ ერთადერთია ამის მიზანი, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, რომ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში საქართველო იყოს გამორჩეული სტაბილურობითა და განვითარების პერსპექტივით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები