აშშ-მა ჩინეთი “წითელ სიაში“ შეიყვანა

აშშ-მა ჩინეთი, ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების გამო, „წითელ სიაში“ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთში გააუქმა ყველა საქმიანი ვიზიტი, შესრულდება მხოლოდ ისინი, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით არის ნაკარნახევი. მოქალაქეებს, ვისაც ჩინეთში მოგზაურობა ჰქონდათ დაგეგმილი, გაუუქმდებათ რაიმე წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს, მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია მსოფლიოს 18 ქვეყანაში. 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, დადასტურებულია, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. 

 

წყარო: report.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები