პირველად ისტორიაში მამაკაცი მინისტრი დეკრეტში გადის

იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი კოიზუმი შინჟირო ქვეყნის ისტორიაში პირველი მინისტრი იქნება, რომელიც დეკრეტული შვებულების აღებასა და მის გატარებას ბავშვზე ზრუნვისთვის აპირებს. მას და მის მეუღლეს, ცნობილ იაპონელ მოდელსა და ტელეწამყვანს ტაკიგავა კრისტელს შვილი ახლახანს შეეძინებათ.

ადგილობრივი ტელეარხის, NHK-ის ინფორმაციით, მინისტრი შვებულებით მხოლოდ ნაწილობრივ ისარგებლებს. საერთო ჯამში, მისი დასვენება დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. ამის შემდეგ სამი თვის განმავლობაში შემცირებული სამუშაო დღით ისარგებლებს.

ამასთან, მინისტრი საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩართვას დისტანციურად გეგმავს და ამისთვის ვიდეოკომუნიკაციებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებას აპირებს. მინისტრი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით იაპონური საზოგადოების თვითშეგნების შეცვლა სურს.

 

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები