ინდოეთის ეკონომიკა, შესაძლოა, მსოფლიოში მესამე გახდეს

ინდოეთის ეკონომიკა შესაძლოა 2026 წლისთვის მსოფლიოში მესამე გახდეს, ხოლო 2034 წელს მესამე პოზიციაზე დაწინაურდეს.

ამის შესახებ ბრიტანეთის ეკონომიკის და ბიზნესკვლევების (Centre for Economics and Business Research, CEBR) ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანა დაგეგმილ რეფორმებს გაატარებს.

„ინდოეთმა გაუსწრო საფრანგეთს და ბრიტანეთს და 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკა მეხუთე გახდა. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს გაუსწროს გერმანიას და მეოთხე გახდეს, ხოლო 2034 წელს იაპონიაც ჩამოიტოვოს და მესამე ადგილზე დაწინაურდეს,“- ნათქვამია კვლევაში.

CEBR-ის პროგნოზით, მომავალი 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში მესამე ეკონომიკისთვის აქტიურად იბრძოლებენ იაპონია, გერმანია და ინდოეთი, ხოლო პირველი და მეორე ადგილისთვის აშშ და ჩინეთი.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, 2024 წლისთვის ინდოეთის მშპ $5 ტრილიონს მიაღწევს.

ექსპერტები კი ამ შედეგს 2026 წლისთვის პროგნოზირებენ.

 

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები