ქუთაისში კომპანია “ქუთექსის” თანამშრომლებმა 4 თვის ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს
ქუთაისში სამკერვალო კომპანია “ქუთექსის”ყოფილმა თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი 4თვის სახელფასო ანაზღაურების მიღებას ითხო. მათი თქმით, კომპანია 8 თვეა დაიხურა, თუმცა კუთვნილი ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.
“ვარ “ქუთექსის”თანამშრონელი, ვითხოვ ჩვენს ნამუშევარს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაძლევენ, დაიკეტა მოულოდნელად. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. სარჩელი უკვე ერთი კვირის წინ კვლავ შევიტანეთ და მოვითხოვთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ ავიღებთ თუ არა ამ თანხას. მეპატრონე არის თურქი და პირადი საუბარი არ გვქონია, იმიტომ რომ ჩვენთან არ ჩამოდის. ტელეფონს თიშავს. უხეშად რომ ვთქვათ, მოგვიშორა თავიდან “, – ამბობს კომპანიის თანამშრონელი შორენა კოჩაძე.
აღსანიშნავია, რომ საწარმო ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებდა, დასაქმებულთა შემდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ფართის მეპატრონემაც, სამ თვეში სასამართლომ გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანა, თანამშრომლების სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა.
“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს “ქუთექსის”თანამშრომლებს. მათი პროტესტი გამომდინარეობს ძალიან სამართლიანი მოთხოვნიდან, დაჩქარდეს მათი სარჩელების გან,” – ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ხელმძღვანელი, ირაკლი მხეიძე.
მხეიძის თქმით, ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის სამ თვეში განხილვა, კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს “ქუთექსი”, ხელოვნურად ხდება “ქუთექსის” გაკოტრება და ამაში ჩართულია ადმინისტრაციაც.
“ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის განხილვა, რომელზეც უკვე დაწყებულია აღსრულება. კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ქუთექსი,ამაში ჩართულია ადმინისტრაცია და ისინი ცდილობენ არაადეკვატურად იაფად შეიძინონ თავისივე კომპანია იძულებით აღსრულების დროს, იძულებით აუქციონზე და ამ ადამიანების ქონება დარჩეს აღუსრულებელი. ამავე დროს, კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, რომ აღარ აქვთ სახელფასო ანაზღაურების შესაძლებლობა”, – განმარტავს ირაკლი მხეიძე.