მარტვილში პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
საერთო კრებები და კონსულტაციები სალხინოს და გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირების და გაბიონების მოწყობა, სკვერის მოწყობა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრა ვედიდკარის, ონოღიის, კურძემის და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.