სოფელ ღურტაში 1971 წლის 11 თებერვალს დაღუპულები გაიხსენეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში 1971 წლის 11 თებერვალს დაღუპულები გაიხსენეს. ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, სტიქია სოფელ ღურტაში 1971 წლის 11 თებერვალს განვითარდა. დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, იყო ოჯახი, საიდანაც ზვავმა 7 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები