სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილი 32 წარმატებული პირველკურსელი დააჯილდოვა
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა და ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა, სოსო ცოტნიაშვილმა ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილი 32 წარმატებული პირველკურსელი დააჯილდოვეს.
სტუდენტები 2019 წელს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და დაფინანსებაც მიიღეს.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.