თორნიკე რიჟვაძემ “ქართული ოცნების” ბათუმის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნისა და აქტივის კოორდინატორის კანდიდატურები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის  აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ “ქართული ოცნების” ბათუმის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნისა და აქტივის კოორდინატორის კანდიდატურები წარადგინა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის რეგიონული ორგანიზაციიდან აცნობეს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პარტიის ბათუმის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად როსტომ აბაშიძე და ამავე საოლქო ორგანიზაციის აქტივის კოორდინატორად თენგიზ აფხაზავა წარადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ “ქართული ოცნების” პარტიის წევრებთან როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო გეგმები განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები