დონალდ ტრამპი: უნდა შევქმნათ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული ძალები
ვაშინგტონი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული შეიარაღების შექმნას შეუდგება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუბერნატორების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, რუსეთ-აშშ- ჩინეთს შორის, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, არ არსებობს, ამიტომ, აშშ-ის სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ყველაზე მძლავრი ბირთვული არსენალი შექმნას.
„ჩვენთვის ერთადერთი გზაა – მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული ძალები შევქმნათ“,-თქვა ამერიკის ლიდერმა.
ტრამპის თქმით, რუსეთი და ჩინეთი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა საკითხთან დაკავშირებით მკაფიო შეთანხმება არ არსებობს. მისი თქმით, ბირთვული ქვეყნები შეიარაღებაზე მილიარდებს ხარჯავენ.