საქართველო აზერბაიჯანთან ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს განიხილავს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა. ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურნავას შეფასებით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია.
„ საქართველოში 700-მდე აზერბაიჯანული კომპანია საქმიანობს. ამ კომპანიებისათვის საქართველოში საუკეთესო პირობებია შექმნილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს დღევანდელ შეხვედრაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბბაროვთან ახალ პროექტებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს.

„ამ პოექტებში შედის შუა დერეფნის განვითარება. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ამ დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ახალი პროექტებში იგულისხმება, ასევე ენერგეტიკა და ლიჯისტიკის მიმართულებებიც“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები