თვითმფრინავი, რომელიც განჯა-მოსკოვის მიმართულებით რეისს ასრულებდა, საგანგებოდ ვოლგოგრადში დაეშვა
ავიაკომპანია Buta Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს განჯა-მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, საგანგებოდ, ვოლგოგრადის აეროპორტში დაეშვა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანიაში განუცხადეს.
თვითმფრინავი მოსკოვში მას შემდეგ გაფრინდება, რაც მედიკოსები მგზავრს საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.