ეგზიტპოლის შედეგებით, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა

აზერბაიჯანში 9 თებერვალს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, „ენი აზერბაიჯანმა“, 125 მანდატიდან 69 მოიპოვა; დამოუკიდებელი კანდიდატები, მილი მეჯლისში 41 სავარძელს დაიკავებენ.

ამის შესახებ ამერიკული კომპანიის AJF & Associates-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგად გახდა ცნობილი, ქვეყნის ცესკოს წინასწარი მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯ ბერნბაუნმა, აღნიშნა, მათი კომპანიისთვის აზერბაიჯანში ეს უკვე მეხუთე არჩევნებია.

მისი თქმით, გამოკითხვა 1053 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

ეგზიტპოლი 118 საარჩევნო ოლქში ჩატარდა, ნახიჩევანის 7 ოლქის გარდა.

ფოტო :kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები