უკრაინაში იმ მესაზღვრეების ქმედებას ამოწმებენ, რომლებმაც 2018 წელს სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს
უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო უწყებაში ეჭვობენ, რომ ყოფილმა მესაზღვრეებმა, რომლებმაც 2018 წელს, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთში გააძევეს, უფლებამოსილებას გადაამეტეს.
ამის შესახებ უწყებაში დღეს განაცხადეს.
გამოძიების ვერსიით, სასაზღვრო სამსახურის ოპერატიულ საქმეთა დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა და უწყების ადმინისტრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, „მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავება და პოლონეთში მისი გაძევების ორგანიზება მოახდინეს“.
იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილებს ბრალი დაუმტკიცდათ, მათ 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთის ტერიტორიაზე 2018 წლის თებერვალს გააძევეს, თუმცა იმავე წლის შემოდგომას, მან უკრაინაში უკანონოდ დაბრუნდა, მაშინ როდესაც სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა. ექს-ჩინოვნიკს ასევე უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, თუმცა 2019 წლის მაისში, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოდესიის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა დაუბრუნა.
2019 წლის ნოემბერში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის რეადმისია კანონიერად ცნო, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.