ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძე მზად არის დაიკავოს ეს საპასუხისმგებლო პოზიცია
საპროკურორო საბჭოს წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატი ირაკლი შოთაძე კვალიფიციურია და მზად არის ეს საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავოს.
“პირველად პროკურატურის ისტორიაში, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდა. რეიტინგით საუკეთესო გამოსვლა, ბატონ ირაკლი შოთაძეს ჰქონდა და ამიტომ, მე მას ღიად ვამბობ, რომ მხარს დავუჭერ.
მან საპროკურორო საბჭოს კვალიფიციური და დამაჯერებელი პასუხები გასცა. ირაკლი შოთაძე მზად არის დაიკავოს ეს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.