თურქეთში რუსეთის 185 მოქალაქე გარდაიცვალა
თურქეთში, ხმელთაშუაზღვის კურორტებზე, 2019 წელს, რუსეთის 154 ადამიანი გარდაიცვალა, სტამბოლის საკონსულო ოლქში კი, 31.
ამის შესახებ თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან თურქეთში ტურისტული ნაკადი იზრდება, თუ 2018 წელს ეს ციფრი 6 მილიონს შეადგენდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა და 7 მილიონს გადააჭარბა.
„თუმცა, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხმელთაშუაზღვის კურორტებზე, გასულ წელს, 154 ადამიანი გარდაიცვალა, სტამბოლის საკონსულო ოლქში კი, 31; 68 სამედიცინო-სანიტარული ევაკუაცია განხორციელდა“,-აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, 2018 წელთან შედარებით, ეს მონაცემი უმნიშვნელოდ დაბალია.