გორთან ახლოს ავტომობილი ხრამში გადავარდა

გორთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 32 წლის მამაკაცია დაშავებული.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. ავტომობილის ამოსაყვანათ გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფების ჩართულობა გახდა საჭირო.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ „ გორმედის „ სამედიცინო კლინიკაში იქნა გადაყვანილი
„შემოყვანილი იქნა 32 წლამდე მამაკაცი , რომელსაც აღენიშნება თავის არეში ტრამვა, შესაბამისად, უტარდება ყველა საჭირო კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადეს გორმედის სამედიცინო კლინიკაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ საქმის მოკვლევა დაიწყო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები