“ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი 84 თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები გაერთიანებული პროფკავშირების წევრებთან და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად “ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და „ფრონტერას“ თბილისის ცენტრალურ ოფისამდე მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები