რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები გამოცხადდა. კონკურსში 67-მა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა. ეს ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტია, გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად 3 წლის განმავლობაში გამოყოფილია 13 201 657 ლარი.

როგორც “კვირას” რუსთაველის ფონდიდან აცნობეს, სულ კონკურსზე დარეგისტრირდა 509 საპროექტო განაცხადი, რომელთაგანაც 21 კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის მიზეზით მოიხსნა. კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი 488 განაცხადი შეფასებული გახლდათ საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

ფონდის არსებობის განმავლობაში პირველად ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council –ERC) სტანდარტის შესაბამისად, პროექტები შეფასდა 2 დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შემდგომ განხილულ იქნა დარგობრივ სამეცნიერო პანელებზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო 26 ქვეყნის 113 ინსტიტუციის წარმომადგენლებით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის 20 უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის, საფრანგეთის – 18, იტალიის- 12, გერმანიის- 10, ნიდერლანდების -7 და სხვა ქვეყნების წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ. პანელური განხილვის შემდეგ თითოეულ კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს ერთიანი შემაჯამებელი ქულა და კომენტარი მიენიჭა.

შეფასების აღნიშნული პროცესი რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ევროპულ სამეცნიერო ფონდს (ESF) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, ევროპული სამეცნიერო ფონდის ექსპერტების მიერ განხორციელდა.

ევროპული სამეცნიერო ფონდი ახდენს ევროპული კვლევითი თანამშრომლობისათვის ერთიანი პლატფორმის უზრუნველყოფას, შესაბამისად, მას აქვს სამეცნიერო ექსპერტიზის მრავალწლიანი გამოცდილება და ფლობს საერთაშორისო ექსპერტების ვრცელ და მძლავრ ბაზას მეცნიერების ყველა მიმართულებით.

2009 წლიდან ESF- ი ახორციელებს საექსპერტო მომსახურებას სხვადასხვა სამეცნიერო ფონდის, სააგენტოსა და ორგანიზაციისთვის, მათ შორის: ევროპული კოსმოსური სააგენტოს, HERA კონსორციუმის, GRAPHENE, EUROPLANET, პორტუგალიის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფონდის (FCT), ბორდოს, ლუქსემბურგის, ნეაპოლის, პეიმონტესდატურინისუნივერსიტეტებისათვის, ასევე AXA-ს კვლევითი ფონდებისათვის.
2014 წლიდან ESF-მა განახორციელა 5200-ზე მეტი კვლევითი და სასტიპენდიო განაცხადის შეფასება და შექმნა 60-ზე მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო პანელი.

ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ESF თანამშრომლობის შედეგად მოხდა სამეცნიერო პროექტების არა მხოლოდ შეფასება, არამედ ექსპერტთა რჩევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გაცემაც,რომელთა შემდგომ კონკურსებზე გათვალისწინება როგორც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, ისე მეცნიერების მხრიდან, ხელს შეუწყობს სამომავლოდ ფუნდამენტურისამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლებასა და ქართველი მეცნიერების წარმატების ინდექსის ზრდას როგორც ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია EURAXESS-ის (რომლის წევრიც საქართველო 2019 წლისსექტემბერში გახდა) პლატფორმაზე გამოცხადებულ, ისე Horizon 2020 –ის და Horizon Europe-ის საერთაშორისო კონკურსებში, რაც საბოლოოდ, საქართველოს მეცნიერების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში მისი ფართომასშტაბიანი ინტეგრაციის საფუძველი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები