პრემიერი: დღგ-ს მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია, რომ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირშია.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინისტრო და ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწარაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.