დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ხუნდაძის აზრით, ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება.
„სარგებელი, რაც “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა – რომ ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება, ამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ ის რომ 40 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახები არ არიან ამ სისტემაში და ეს არის კითხვის ნიშანი, რომ შესაძლოა ეს პროექტი არ გაგრძელდეს – ეს ასე არ არის. ეს ინდიკატორად ვერ გამოდგება, რამეთუ თავიდანვე, ეს სეგმენტი არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს არის დაახლოებით 10 % რომელიც თავიდანვე კერძო სექტორიდან იღებდა სერვისებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.