გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ტრენინგები ჩაუტარდათ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA) – თან თანამშრომლობით სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავდა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და სსიპ-ის წარმომადგენლები ატარებდნენ.
ტრენინგის ფარგლებში ცხელი ხაზის 24 თანამშრომელი გადამზადდა.