472 013 ფიზიკურ პირს საქართველოში სესხის ვადაგადაცილება უფიქსირდება

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემებით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 472 013 ფიზიკურ პირს საქართველოში სესხის მომსახურების ვადები აქვს დარღვეული, ანუ სესხის ვადაგადაცილება უფიქსირდება.

კრედიტინფოს მონაცემების თანახმად, გასულ წელს 2018 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, ფიზიკური პირების ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შემცირებულია, რის მიზეზადაც სესხების განულების პროგრამაა დასახელებული. როგორც ცნობილია ამ პროგრამით 615 164 მსესხებელმა ისარგებლა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, სესხები, რომელთა ვადაგადაცილებაც 2019 წელს დაიწყო, ძირითადად (დაახლოებით 3/4 ნაწილი) წინა წლებში ანუ ახალი რეგულაციის („ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულების”) ამოქმედებამდეა გაცემული.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირზე 19 მლრდ ლარზე მეტი სასესხო ვალდებულებაა გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები