აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია დასრულდა – სესიაზე ჯემალ გამახარიამ პრიორიტეტული პროექტებზე ისაუბრა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია დასრულდა. ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, მოხსენება სესიაზე გააკეთა, რომელსაც დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე ესწრებოდნენ.

როგორც აღინიშა, რეორგანიზაცია არ იყო მარტივი, რადიკალური, სტრუქტურული და საკადრო პოლიტიკა განხორციელდა, რის შედეგადაც ექვსი დეპარტამენტისა და სამი სამსახურის სანაცვლოდ ქმედითი ორი დეპარტამენტი და ერთი სამსახური შეიქმნა.

ჯემალ გამახარიამ ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებიც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსათვის პრიორიტეტული იქნება. ესააა სამთავრობო პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ჩართულობა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ანალიზის მომზადების შესახებ“ დოკუმენტზე, რომელიც თავისი არსით უპრეცედენტოა. უპრეცედენტოა „გალის რაიონის ტერიოტორიაზე საგნმანათლებლო პროექტის „დისტანციური საწვლებები“, პროექტის არსი ოკუპანტის ასიმილაციური პოლიტიკის დაძლევაა, რომელიც გამახარიას თქმით აფხაზეთში და კერძოდ გალის რაიონში კრიტიკულ ზღვარს მიღმაა. ასევე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი საკუთრების ბედი; არამხოლოდ დეკლარირება და აღრიცხვა არამედ მისი რეგისტრაცია, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მომზადდა და საქართველოს პარლამენტს (2019.30. 12) გადაეგზავნა დოკუმენტი, რომელიც სწორედ ამ უფლებების დაცვას გულისხმობს. ასევე, საინტერესოა ახალი პროექტი, რომელიც დევნილ საზოგადოებასთან ელექტრონულ კავშირს გულისხმობს, მიუხედავდ იმისა, სად იმყოფებიან ისინი – ქვეყანაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ უცხოეთში.

ზოგადად, გამახარიამ ხაზი გაუსვა თანამედროვე ციფრული მედიის როლზე საინფორმაციო ომის დასაბალანსებლად. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებითია ოკუპანტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ საინფორმაციო ომის უკუგებაზე მუშაობა და მაგალითისთვის მოიყვანა პუტინის 2019 წ 9 ივნისის განცხადება, როდესაც ის საქართველოს ისტორიის გაყალბებას ეცადა.

შესაბამისად, სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა ქართულ-ინგლისური ნარკვევის მომზადებაზე, სადაც საუბარია აფხაზეთის რეალურ ისტორიასა და იქ შექმნილ პრობლემებზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში უმაღლესი თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ გადავიდა, სიტყვით რუსლან აბაშიძეც გამოვიდა. ბოლოს გამახარიამ აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოში მომუშავე ყველა თანამშრომელს გააზრებული აქვს, რომ აფხაზეთის ეს სტრუქტურა არ წარმოადგენს სოციალური პროექტს და სწორედ აქ მომუშავე ხალხის კეთილსინდისიერ მუშაობაზეა დამოკიდებული დეოკუპაციის პროცესის დაწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები