სტამბოლს ქარიშხალი უახლოვდება – ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს მიაღწევს
სტამბოლში ქარიშხალია გამოცხადებული, ბოსფორზე ბორნების გადაადგილება, ნაწილობრივ შეიზღუდა. მეტეოროლოგები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, რომლის სიჩქარე საათში 100 კმ იქნება.
ამის შესახებ თურქეთის მეტეოროლოგიის მთავარ სამმართველოში განაცხადეს.
მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ შესაძლოა ცუდად დამაგრებული კონსტრუქციების ვარდნა მოხდეს, სახურავების გადახდა, ხეების, ბოძების წაქცევა, ასევე გასათბობი სისტემების გამწოვ მილებს შეიძლება ზიანი მიადგეს, რამაც, შესაძლოა, ადამიანების გაზით მოწამვლის ფაქტები გამოიწვიოს.