სოხუმმა ენგურზე შეზღუდვები დააწესა

„ენგურსა“ და „ფსოუზე“ დღეიდან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე „მიგრანტების“ შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.

ამის შესახებ ე.წ. რესპუბულიკის მთავარმა სანიტარმა, ლუდმილა სკორიკმა, განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფსოუსა და ენგურზე კარანტინი გამოცხადდა „მიგრანტებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის“.

„აღნიშნული აფხაზეთის მოსახლეობის დაცვის მიზნით მოხდა, რომ ტერიტორიაზე კორონოვირუსის შეღწევა არ მოხდეს. ყველა მიგრანტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აფხაზეთში არ დაეშვებიან“, -აღნიშნა სანიტარმა.

შეზღუდვები „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს შეეხება. აკრძალვა ტურისტებსაც შეეხებათ, რადგან საფრთხის შემთხვევაში, მათ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ“.

სკორიკის თქმით, შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ მოხსნის.

15 იანვრიდან ენგურზე სანიტარულ-საკარანტინე პოსტია გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები