ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის შეხვედრას ესწრებოდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთავარი პროკურორობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრას ესწრებოდა.

ამის შესახებ კითხვა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრების დროს, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ შოთაძეს დაუსვა, ადასტურებდა თუ არა რომ „ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა გარკვეული თათბირი, სადაც ესწრებოდა მამუკა ხაზარაძე და თავად მოქმედი პროკურორის რანგში“.
შოთაძის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართა, შემთხვევით მოხვდა და მას მთავარი პროკურორის სტატუსით არ ესწრებოდა.

​შოთაძის თქმით, პირადად მას ივანიშვილთან ჰონდა კერძო შეხვედრა კონკრეტულ პროექტზე, რასაც შეეძლო მართლამსაჯულების სისტემისთვის ხელი შეეწყო.
ასევე, როგორც მან განაცხადა, მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრას მხოლოდ ესწრებოდა და შეხვედრაზე თავად რაიმე პოზიცია არ გამოუთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები