ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიები დაკავებულნი არიან მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც მათი პარტიებისთვისაა საინტერესო

ოპოზიციური პარტიები დაკავებულნი არიან მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც მათი პარტიებისთვისაა საინტერესო, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადება.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია საქმიანობა თავისი დღის წესრიგით გააგრძელოს.

“ოპოზიციური პარტიები დაკავებულნი არიან მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც არის მათი პარტიებისთვის საინტერესო, ჩვენ ვმუშაობთ იმ თემებზე, რომელიც არის საინტერესო მოსახლეობისთვის და საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ოპოზიციას შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა თავისი დღის წესრიგით. იქნება ეს კომიტეტები და იქნება ეს პლენარული სხდომა, ყველა შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება პრობლემების გადაჭრა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები