ახალციხეში 61 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ახალციხეში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 61 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მანველიშვილის ქუჩის მაცხოვრებელმა განუცხადა, იმ სახლის მეპატრონეები, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

“დამირეკა სახლის მეპატრონემ. მითხრა ჩემს სახლში შედი და ფოტობი გადმომიგზავნეო. შევედი და ცხედარი დამხვდა“,- გვიყვება მეზობელი.

გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები