სააკაშვილი: უკრაინა და კიევი საბჭოთა კავშირის დროს ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე დღეს

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების უმრავლესობა და მათი ინფრასტრუქტურა ბევრად უარესია, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის „112 უკრაინა“-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქების მდგომარეობა ისე თრგუნავს, როგორც არასდროს, მისი თქმით, ვითარება ყოველდღიურად უარესდება.

„კიევი და უკრაინა ახლა იმაზე უარესად გამოიყურება, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს, კიევი და უკრაინა გამოიყურებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რთულია მისი დადანაშაულება იმაში, რომ მას საბჭოთა ნოსტალგია აქვს.

კიევში სატრანსპორტო პრობლემებზე საუბრისას, სააკაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, სატრანსპორტო კვანძების აშენების მაგივრად, ქალაქის ცენტრალურ უბნებს მრავალსართულიან შენობებს აგებს.

„რომელიღაცა ხარბმა ჩინოვნიკმა გაყიდა ეს ადგილი. ასეთი ხალხი უბრალოდ უნდა ამოწვა, მაგრამ ისინი ჩვენს ირგვლივ არიან“, – თქვა სააკაშვილმა და უკრაინელების მოთმინების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები