რატი იონათამიშვილი: საქართველოს ევროპის საბჭოსთვის მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარებაზე არ მიუმართავს

საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოსთვის მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარებაზე არ მიუმართავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ყველაზე მნიშვნელოვანია და ის უნდა დაირღვეს.

„თუ საინფორმაციო წყაროები იმით გამოირჩევიან, რომ არ ვენდოთ, ასეთია რუსული წარმოშობის გაურკვეველი ვებ-გვერდები და ასეთ წყაროებზე განცხადების გაკეთება უხერხულია. საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან მსგავსი მიმართვა არ ყოფილა. მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება და კონსულტაცია ევროსაბჭოსთან უნდა შედგეს. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ყველაზე მაღლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დგას, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის საქმიანობა წარმატებულია და ახლა მსგავსი იაფფასიანი არხებით ამის დაკნინებას ცდილობენ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველომ, შესაძლოა, ევროპის საბჭოს მინისტრების სხდომა თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში ჩაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები