იანუშ ბუგაისკი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით,- ამერიკული გამოცემა THE HILL აქვეყნებს სტატიას სათაურით “ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები”.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსისა და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო.
საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტმა ვაშინგტონში კი შეიძლება უზრუნველყოს ის ბიძგი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასა და საქართველოს შორის. შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და გამართავს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს, დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს უკანასკნელი მდივანი პომპეოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად რელიგიური თავისუფლებების გლობალურ ხელშეწყობას ისახავს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად. გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულ თანხმობაშია ამერიკისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით.
„განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო წარმოადგენენ სანიმუშო მაგალითს ამ მხრივ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამებისა და შეიარაღების მეშვეობით. საქართველომ ვაშინგტონისგან შეისყიდა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მაღალი რანგის ვიზიტების დროს ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დიდად აფასებს საქართველოს პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ უნდა იყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განახლებული ბიძგის მიცემა ნატოში საქართველოს წევრობისთვის. 2008 წლის სამიტზე ნატომ დადო პირობა, რომ საქართველო მისი წევრი გახდებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვას. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა გახდეს ალიანსის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ალიანსის ურთიერთობა ნებისმიერ სხვა პარტნიორთან, მათ შორის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში წვლილის შემტან პარტნიორებთან. ნატოში შესვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე საქართველო აშშ-ის მიერ აღიარებული იქნება, როგორც ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირე სტატუსი, რომლითაც დღესდღეობით 16 ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა. კონგრესის 2014 წლის კანონპროექტიდან ამოღებული იყო დებულება საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ამბიციები. ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო. უსაფრთხოების სფეროში უფრო კონკრეტული დახმარების პირობებში საქართველო უკეთ დაიცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან, განამტკიცებს დემოკრატიას და გააღრმავებს ამერიკის კავშირებს რეგიონში”,- ნათქვამია სტატიაში.