არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებზეც აქცენტი მომავალში გაკეთდება.
აღინიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი თავდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
არჩილ თალაკვაძემ და ენრიკო ვალვომ შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.