სენაკში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში, ნაფეტვარიძის 24 ნომერში,   საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები