“არ მგონია რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი არსებობდეს, რომელსაც არ ესმის, რომ მუქარა არის არაადეკვატური და არამეგობრული”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლის კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, მსგავსი განცხადებები შეიძლება მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას”, მის სატელიტებს და მოსკოვს გაუხარდეს.

“არა მგონია რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც არ ესმის, რომ როდესაც საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟზე იხილება იხილება იქ ქვეყნის მიმართ მუქარა არის არაადეკვატური, არამეგობრული და თუ ვინმეს შეუძლია გაუხარდეს ეს განცხადებები არის მხოლოდ ორატორი, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სატელიტებით და რასაკვირველია მოსკოვი”,- განმარტა ვოლსკიმ.

ამერიკელმა კონგრესმენმა, შტატების საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.
“ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი – ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. გამოღვიძების დროა, როგორც ეს ფოტო აჩვენებს, საქართველოში აქციის მონაწილეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით, რომ ავიმაღლოთ ხმა თავისუფლებისა და საქართველოსთვის”, – განაცხადა კონგრესმენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები