ნიდერლანდების პროტესტი რუსეთს – საპარლამენტო დელეგაცია მოსკოვში არ ჩავა, რადგან ერთი წევრი რუსეთის მიერ დაიბლოკა
ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციამ რუსეთში ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც მოსკოვმა დელეგაციაში მყოფ ერთ დეპუტატს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა.
ცნობილია, რომ პარტია „დემოკრატები-66“-ის წევრი, სიურდ სიურდსი, რუსეთის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა და მოსკოვმა ის „შავ სიაში“ შეიყვანა.
აღნიშნულს დღეს რუსეთის საგარეო უწყებაში განცხადებით უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ნიდერლანდებმა ასეთ პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდნენ და დელეგაციის შემადგენლობაში სიურდი შეიყვანეს.
„გამოდის, რომ ნიდერლანდები სკანდალის გამოწვევას ცდილობდნენ და არა რუსეთ-ნიდერლანდების ურთიერთობის გამოსასწორებლად კონსტრუქციული გზების მოძებნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუსეთში 25-27 თებერვალს უნდა შემდგარიყო.