კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა – უხანში დამატებით კიდევ ერთ საავადმყოფოს ააშენებენ
ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა, 3554 ადამიანია დაავადებული.
ამასთან, უხანში პაციენტების რიცხვის ზრდის პარალელურად საავადმყოფოებში ადამიანების მისაღებად ადგილები აღარ დარჩა, რის გამოც 24 იანვარს, საგანგებოდ „ხოშენშანის“ კლინიკის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ექსპლუატაციაში უკვე 2 თებერვალს ჩააბარებენ. კლინიკაში 700-დან ათას პაციენტამდე მიიღებენ.
თუმცა, გადაწყდა, კიდევ ერთი კლინიკის აშენება.
თავდაპირველი გეგმის მიუხედავად, კლინიკას 1600 საწოლამდე გაზრდიან, მაშინ როდესაც თავიდან ის მაქსიმუმ 1300 პაციენტზე იყო გათვლილი. გარდა ამისა, აღნიშნული საავადმყოფოს ფართობიც 60 ათას კვ/ მ-დე გაიზრდება, მათგან 51 ათასი კვ/მ ისეთი პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებსაც კარანტინი სჭირდებათ, 9 ათასი კი, მედპერსონალის 24-საათიანი განთავსებისთვის. საავადმყოფოს მშენებლობა, სავარაუდოდ, დაწყებიდან ორ კვირაში უნდა დასრულდეს.
მედიის ინფორმაციით, ორივე საავადმყოფო პეკინში მდებარე „სიოტანშას“ საავადმყოფოს მსგავსია, რომელიც 2003 წელს SARS-ის ეპიდემიის დროს ერთ კვირაში ააშენეს.
რაც შეეხება, ვირუსის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გავრცელების მასშტაბებს, ბავარიაში კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში გერმანიაში დაუდგენელი კორონავირუსით უკვე 4 ადამიანია დაავადებული.
მალაიზიაშიც დამატებით სამი შემთხვევა ფიქსირდება, ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რაოდენობა 7-ს შეადგენს.