სალომე ზურაბიშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის და წესების შესაბამისად, რუსეთის დელეგაციას მივიღებთ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო იმ რუსი დეპუტატებისთვის გააკეთებს გამონაკლის, რომლებმაც ოკუპაციის შესახებ ქვეყნის კანონი დაარღვიეს, და მაისში მათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში თბილისში მიიღებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვა-პასუხის ფორმატში დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში საქართველო საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებს გასცდება, რომელიც კრძალავს საქართველოში ისეთი მოქალაქეების სტუმრობას, რომლებიც ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. თბილისში ბევრი რუსი დეპუტატი ვერ შეძლებდა ჩამოსვლას. მაგრამ, ჩვენ რუსეთისგან განსხვავებით, ვართ ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის და წესების შესაბამისად, რუსეთის დელეგაციას მივიღებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ეს მარტივი ნაბიჯი არ იქნება.

„ამას ხალხი მხარს არ დაუჭერს. მაგრამ ამას ვიზამთ, რადგან ორგანიზაციის პრინციპებისა და მითითებების ერთგული ვართ“, – განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისში 14-15 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. რუსეთის დელეგაციას ტრადიციულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები