ნინო ლომჯარია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესზე ესაუბრა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესზე, არსებულ ვითარებასა და გამოვლენილ ხარვეზებზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა სრულად არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის შენიშვნები მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, რამაც სახალხო დამცველის შეფასებით პროცესის ხარვეზიანად წარმართვა გამოიწვია.
ასევე, მოსაზრებები გაცვალეს საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმაზე და ვენეციის კომისიის როლზე ამ პროცესში.
განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რაც სახალხო დამცველის ვენეციის კომისიისადმი პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე და ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.