სოფელ ხაბუმეში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მცხოვრებ ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძარი დაახლოებით დილის ათი საათისთვის, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები. როგორც მერიაში აცხადებენ, დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ.