თავდაცვის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზეც გაამახვილა და SNGP – ის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამხედრო განათლების სფეროში იტალიის წვლილს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები