ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, იგეგმება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია

ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, იგეგმება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.​

მინისტრის თქმით, საქართველო “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან” ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულია.

“ფრენები აიკრძალება, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩვენ გვქნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია. მსოფლიო კორონავირუსს ერთობლივად ებრძვის, ჩვენ ჩართული ვართ “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან” ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში”,- აღნიშნა ტიკარაძემ.

​ცნობისთვის, ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში მომაკვდინებელ კორონავირუსს უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა, 2714 დაავადებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები