ბულგარეთში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს – ათობით დაშავებულია

ბულგარეთის დედაქალაქში, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეკრებილები წყალმომარაგების სისტემაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

ბულგარეთის ეროვნული რადიო მედიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მომხდარის შედეგად, 30 ადამიანი დაშავდა.

შეკრებილები რეგიონული განვითარების სამინისტროსთან მივიდნენ და მისი შტურმით აღება სცადეს. პოლიციამ გაზი გამოიყენა.

ბულგარეთში გასული წლის ბოლოდან რიგ რაიონებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. მთავრობამ გარემოს დაცვის მინისტრი, ნენო დიმოვი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გასულ კვირას კი, ქვეყნის სოციალისტთა პარტიამ, სახალხო საკრებულოში (პარლამენტში) მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები