სები: არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მილიარდი ლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.03% შეადგინა.
პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.17 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე- 9.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე-2.63%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.25%, ხოლო ევროს წილმა 14.32% შეადგინა.