ვეფხია გულედანი: ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს

ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა თავმჯდომარე” ვეფხვია გულედანი თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წლის ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში ახალი სოციალური პოლიტიკა ტარდება.

“ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრმა, 2020 წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოაცხადა. ერთია სიტყვა და მეორე – საქმე, ირაკლი ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, რომ მისი სიტყვა ყოველთვის მოზომილია და იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამბობს. აღნიშნულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროში ახალი სოციალური პოლიტიკა ტარდება, სამინისტრო არ გაურბის და სრულად იზიარებს მასზე დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რისი მაგალითიც დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატების დაწესებაა, ასევე, ხორციელდება ახალი საბინაო პოლიტიკა და ა.შ.

დღეს წეროვანში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, მარო მაყაშვილის განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი იხსნება, რეაბილიტაცია ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, საქართველოს და აშშ-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ხაზს უსვამს, ორი სახელმწიფოს სტრატეგიულ პარტნიორობას. განახლებული ცენტრი აღჭურვილია, თანამედროვე ტექნიკით, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რეაბილიტაციის პროცესს კვალიფიციური (გადამზადებული) მომსახურე პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან. ქართველ სამხედროების ნაწილის რეაბილიტაცია გერმანიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ხდებოდა, დღეს კი იხსნება სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და ის სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრს აქვს შესაძლებლობა, რომ დაშავებულ სამხედროს, ოჯახის წევრებთან ერთად უმასპინძლოს, რაც საგრძნობლად დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის რეფორმა და ინიციატივა ისევე წარმატებით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა, ჩვენი დაკვირვების განსაკუთრებულ ობიექტს კი, დაჭრილ ჯარისკაცთა სარეაბილიოტაციო პოლიტიკა წარმოადგენს”. – აცხადებს ვეფხია გულედანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები