ნიკოლოზ სამხარაძე: შალვა პაპუაშვილი იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარე მთელი მსოფლიოდან, რომელიც ჩავიდა ბუჩაში – ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას

“შალვა პაპუაშვილი იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარე მთელი მსოფლიოდან, რომელიც ჩავიდა ბუჩაში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას,”- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო უკრაინისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ მაინც გაიწვია საქართველოდან ელჩი.

„შალვა პაპუაშვილი იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარე მთელი მსოფლიოდან, რომელიც ჩავიდა ბუჩაში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას, იმიტომ რომ პირველ რიგში, უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო უკრაინისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი. ეს იყო შალვა პაპუაშვილის განცხადების პათოსი და არა ის, რომ 600 რეზოლუციაზე 600 მადლობა უნდა გადაგვიხადონ. თუ ვერ გაიგო ეს სტეფანჩუკმა, ძალიან ცუდია“, – აცხადებს სამხარაძე.

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ღია წერილით გამოეხმაურა. სტეფანჩუკმა დაწერა, რომ „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები